„მთავარის“ ყურადღების ცენტრშია ტბები, რომლებსაც, როგორც მერიაში ამბობენ უვლიან, თუმცა შედეგი არცისე სახარბიელოა. ამ დრომდე წყლის დონე დაწეულია ნურის ტბაში, პერიოდულად ჩნდება ნადები და მძაფრი სუნი.
გვახსოვს ჩაბეტონებული არდაგანის ტბაც, ბოლოს კი აღიარებული პრობლემა რომ ტბაში გარკვეული სითხე ჩაიღვარა - ტურისტული დანიშნულების და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ორი ობიექტის მოვლა-პატრონობა „ბათუმის წლის“ მოვალეობაა - აქ დღეს პირველად გვითხრეს რომ კვლევების ჩატარების საჭიროების წინაშე მართლაც დგანან, ოღონდ როდის და ვინ გამოიკვლევს ტბებს - ეს ჯერ ისევ უცნობია.