საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან 5-ით ერთი დამარცხდა

11 ივნისი 2019, 15:25 1056 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან ანგარიშით 1:5 დამარცხდა. პირველი გოლი კასპერ დოლბერგმა გაიტანა, ანგარიშის გათანაბრება  25-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ შეძლო. 30-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრისტიან ერიქსენმა წარმატებით შეასრულა, 63-ე წუთზე ერიქსენმა მეორე გოლიც გაიტანა.

73- ე წუთზე თავისი გუნდი იუსეუფ პოულსენმა დააწინაურა, ბოლო გოლის ავტორი კი 90-ე წუთზე მარტინ ბრეიტუეიტი გახდა. საქართველოს ეროვნული  ნაკრები საპასუხო მატჩს დანიის წინააღმდეგ თბილისში 8 სექტემბერს გამართავს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი