ხულოში მწვანე ტბის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. მოეწყობა ოთხი დასასვენებელი ფანჩატური, წყალსადენი რომელიც ხულოს რამდენიმე სოფელს მოამარაგებს წყლით. აშენდება ნავმისადგომიც.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ორი კოტეჯის მშენებლობაც ევალება. სამუშაოებს, რომელიც 1 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს, აჭარის მთავრობა მილიონ 36 ათასი ლარით აფინანსებს.