საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

08 ივნისი 2019, 12:18 924 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაფარული სახით გაცემა. აქამდე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, სასამართლოები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების პერსონალურ ინფორმაციას ფარავდნენ. სასამართლომ გაიზიარა „მედიის განვითარების ფონდისა“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ სასარჩელო მოთხოვნა.

მიუთითა, რომ სასამართლოს აქტების მიმართ არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად. ასევე განმარტა, რომ ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით შესაძლოა დაიფაროს პერსონალური ინფორმაცია, თუმცა ეს უნდა იყოს გამონაკლისი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი