ფრიდონ და ლერი აბულაძეების ოქროს და  ვერცხლის მედლები ევროპის ჩემოპიონატზე - სპორტის სიხალეები

05 ივნისი 2019, 18:47 1525 ნახვა

ესპანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა უკვე ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის ერთი ოქრო ფრიდონ აბულაძემ მოიპოვა, ამ და სხვა სპორტულ სიახლეებზე ქეთი ბოლქვაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ფრიდონ აბულაძემ  55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფინალში  რუსეთის სახელით მოასპარეზე ანვარ ალახიაროვი 7-6 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ფრიდონმა ნახევარფინალში ზაურ ალიევს მოუგო ,მანამდე კი  რუმინელ  და სომეხ მეტოქეებს სძლია.  ვერცხლის მედალს 63 კგ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე დაეუფლა , ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები  77 და 87 კგ წონით კატეგორიებში ნიკა შერბაკოვი და გიორგი ქაცანაშვილი გახდნენ. ევროპის ახალგაზრდული პირველობის ფინალურ ბლოკში დღეს 20 საათზე  კიდევ სამი ქართველი ფალავანი მედელებისთვის იბრძოლებს.

მე-6 დანის მფლობელი რუსი ოლეგ ეკიმოვი  ბათუმში აიკიდოში ქართველი და უცხოელი მოსწავლეებითვის სემინარებს ატარებს. საქათველოს აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტის თქმით რუს კოლეგაზე არჩევანი იმის გამო გაკეთდა რომ  ოლეგმა მათი მეგობრობიდან გამომდინარე საქართველოში ჩამოსვლასა და მუშაობას უფასოდ დათანხმდა. მერაბ გოგუაძე აქცენტს  მის კვლიფიკაციაზეც აკეთებს. დღეს მოსწავლეები კვალიფიკაციის ასამაღლებლად  გამოცდებს აბარებენ. 

 რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ფავორიტ ზელანდიასთან 13:45 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო, ანგარიში მეშვიდე წუთზე თედო აბჟანდაძემ გახსნა, თუმცა ზელანდიელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და დიდი ანარიშით მოახერხეს მატჩის მოგება. არგენტინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონაზე უმცროსი ბორჯღალოსნები შემდეგ შეხვედრას 8 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ   გამართავენ. ცნობისთვის ჩემპიონატზე ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელიც მსაჯობს, რომელმაც გუშინ საფრანგეთისა და ფიჯის ნაკრებების მატჩი იმსაჯა.

გოგა ბითაძე სერბეთის საკალათბურთო ლიგის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. ქართველი ცენტრი სეზონში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 19.7 ქულას, 7.8 მოხსნას და 2.2 დაფარებას აგროვებდა,მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ სეზონში 25.7 იყო.ქართველს ეს ჯილდო ენბიეს ერთ -ერთმა გამორჩეულმა ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა გადასცა  რომელიც  2015 წლამდე მეგაბიმაქსის ღირსებას იცავდა.  როგორც იცით ქართველი კალათბურთელი ენბიეს წლევანდელ დრაფტზეა წარდგენილი რომელიც  20 ივნისს ნიუ იორკში გაიმართება.

 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში