არჩილ მალაყმაძე ბრინჯაოს მედალოსანი და საქართველოს რეკორდსმენი გახდა

03 ივნისი 2019, 13:37 1548 ნახვა

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი ბათუმელი ძალოსანი არჩილ მალაყმაძე გახდა. მუხლის ტრავმის მიუხედავად, სპორტსმენმა ატაცში 136 და 142 კგ წარმატებით დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

არჩილ მალაყმაძემ საქართველოში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. მან ატაცში ორი კილოგრამით მეტი, 142 კილოგრამი დაძლია. 

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარეობს, სადაც საქართველოდან 4 სპორტსმენი ასპარეზობს.

შეჯიბრებაში დღეს აჭარიდან კიდევ ერთი სპორტსმენი ლომია თებიძე ჩაერთვება. 6 ივნისს  ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს. ჩემპიონატის დამამთავრებელ დღეს, 8 ივნისს კი თორნიკე ტაბატაძე გამოვა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი