დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს12:00 საათზე გამოაცხადებს.
სხდომის პარალელურად, ''ადამიანთა უფლებათა ცენტრი'' აქციას მართავს სასამართლოს შენობის ეზოში - "აღასრულე სამართალი''.
2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.