ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

31 მაისი 2019, 12:29 8561 ნახვა

ხელვაჩაურში რამდენიმე სოფლის სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია მერიასთან. ისინი  მარშრუტის ნომრების შეცვლას იწუნებენ. ამბობენ, რომ ორი წლის წინ ბათუმის მერიის მოთხოვნით, სამარშრუტო ხაზზე სამნიშნა ნომრები ორნიშნათი შეცვალეს. ახლა კი ისევ სამნიშნა ნომრებზე გადასვლა მოთხოვეს. ცვლილება შეეხო თხილნარის, მახოს, ერგესა და კირნათის სამარშრუტო ხაზებს.

მძღოლების თქმით ამ  გადაწყვეტილებით, შესაძლოა მათი გადაყვანა ცენტრალური ქუჩებიდან ბაგრატიონის მიმართულებით მოხდეს.  ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, მარშრუტი არ შეიცვლება და მხოლოდ ნომრების ცვლილება ხდება.  ანალოგიური განცხადება გაკეთდა ბათუმის მერიაშიც.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი