კიდევ ერთი ფრაზა თორნიკე რიჟვაძისგან - ვისთვის სასაცილო და ვისთვის არასერიოზული - გიდის შეკითხვას- რა შესთავაზონ ტურისტებს წვიმიან ამინდში? მთავრობის თავმჯდომარე ასე პასუხობს - „ჯოკერი ეთამაშეთ.“ რეპლიკას დარბაზში სიცილი მოჰყვა, ამის შემდეგ კი მთავრობის წევრები სერიოზული პასუხის გაცემასაც შეეცადნენ. ეს ყველაფერი დღეს ტურიზმში ჩართულ პირებთან შეხვედრისას მოხდა.
ცნობილი გახდა, რომ ტურისტულ სეზონზე აჭარაში საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს - მის შემადგენლობაში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანიც იქნება. კოტე ანანიაშვილს დღეს კითხვები დაუსვეს ტურისტების უსაფრთხოებაზე. მერიის მისამართით კი კითხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხებოდა.