გრანდიოზული და წარმომადგენლობითი კიდევ ერთი პრემიერა მიმდინარეობს ამ წუთებში მუსიკალურ ცენტრში - იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის ოთხმოქმედებიან ოპერაში ქართველი და უცხოელი ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობენ.
ოპერის რეჟისორი ჯორჯ რუთერინგია, დამდგმელი დირიჟორი კი დავით მუქერია. სავარაუდოდ მესამე მოქმედება მიმდინარეობს ახლა სცენაზე, სადაც პარიზის ლათინური კვარტალია შექმნილი.