მახვილაურში მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ქათმების ფერმის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ადგილობრივები ამბობენ , რომ ფერმიდან გამოსული სუნი მიმდებარედ ცხოვრებას გაუსაძლისს ხდის,ასევე ფრინველის ფეკალია ღია სანიაღვრე არხში გადის,რაც გარემოს აბინძურებს. აქციის მონაწილეების განცხადებით თუ რეაგირება არ მოხდება აქციებს მთავრობის სახლთან გამართავენ.
ფერმის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ სანიაღვრე არხებს ორ კვირაში მოაწესრიგებს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კი ამბობენ , რომ ფერმა ერთი კვირის წინ მოქალაქის ზარის საფუძველზე შეამოწმეს და გარემოსდაცვის კუთხით დადგენილი ნორმების მრავლობითი დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის ის ,რომ ფერმას არ აქვს ნარჩენების მართვის კონკრეტული გეგმა შეთანხმებული. ნატო დავითაძის თქმით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმი 29 მაისს შედგება, ჯარიმის ოდენობას კი სასამართლო გადაწყვეტს.