“მიაგული” - პრემიერა თოჯინების თეატრში

28 მაისი 2019, 15:33 1754 ნახვა

პრემიერა თოჯინებში - თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთმოქმედებიანი მარიონეტული დრამა. სპექტაკლი სვანური ლეგენდის მიხედვითაა დადგმული. „მიაგულზე“  5-თვის განმავლობაში მუშაობდნენ. საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი ხვალისთვისაც. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩხაიძეა, პიესის ავტორი კი ლილე შენგელია

. დრამა 12 წლის და დიდი ასაკის მოზარდებისთვისაა გათვლილი. სპექტაკლი მთის ტრადიციებზე დაფუძნებულ ცხოვრების ყოფაზეა. როგორც ამბობენ, ეს არის ამბავი აკვნიდან დანიშვნასა და ორი შეყვარებული ადამიანის ტრაგიკულ სიყვარულზე. რეჟისორის განცხადებით, მისი მიზანი იყო რეპერტუარში გაჩენილიყო სპექტაკლი საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობისთვის, ამბავი, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს, ქართულ კულტურასა და ყოფა-ცხოვრებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში