დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს, ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად აშშ-ის, ჩეხეთის, პოლონეთისა და ავღანეთს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
მარში სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან დასრულდა. ქართულ ჭიდაობაში საჩვენებელი ტურნირი გაიმართა. 43-ე ბატალიონის მეთაურმა სტუმრებს საქართველოს ისტორიისა და თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარეს. ღონისძიების დასასრულს კი სტუმრებს ქართული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ.