''მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს'' - მამუკა ბახტაძე

26 მაისი 2019, 12:33 1366 ნახვა

მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა, ასევე, სრულიად საქართველოს 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 26 მაისს, მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში