უკონტროლო ხმაური ბათუმის ქუჩებში - ღამის საათებში უკონტროლო ფოიერვერკისა და რესტორნებიდან გამოსული ხმამაღალი მუსიკის გარდა, მოქალაქეებს მკვეთრი განათებაც უქმნის დისკომფორტს.
არასამთავრობო სექტორში ქალაქში არსებულ ურბანულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას - ამბობენ, რომ ამ დრომდე არაა გამოკვეთილი სად არის ქალაქში ტურისტული, საცხოვრებელი და საქმიანი ზონა - ბიზნესისა და მოქალაქეთა ინტერესების შეუთავსებლობის კიდევ ერთი ფაქტი და ბათუმის მერია, რომელიც სრულყოფილ კონტროლს კომპეტენციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად ვერ ახერხებს