ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

21 მაისი 2019, 21:01 7339 ნახვა

ბათუმში ლექტორს მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - ამის შესახებ გაზეთმა „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ სტატია - 19 წლის გოგო ამბობს, რომ აქვს ამის დამადასტურებელი ფოტო მასალა და მიმოწერა.

საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება. სავარაუდოდ ახალგაზრდა დღის მეორე ნახევარში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, შესაბამისად ჩვენ მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვიცით რომ სტუდენტმა სამართალდამცველების გარდა, უკვე მიმართა სასწავლებლის ადმინისტრაციასაც. უკვე გაკეთდა ადმინისტრაციაში პირველი კომენტარი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი