სუს-ი ფეხბურთელების დაკავებას ადასტურებს

20 მაისი 2019, 00:24 5348 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ ბათუმში, ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავეს.  დაკავების ოპერაცია სუსის ანტოკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა.

უწყებაში არ აკონკრეტებენ დაკავების მიზეზს, თუმცა ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ვიტ-ჯორჯის 5 ფეხბურთელი, რომლებსაც, სავარაუდოდ, სუს-ი მატჩების გაყიდვას ედავება. 

ფეხბურთელები 19 მაისს, ბათუმში, ანგისის ბაზიდან აიყვანეს. ''დინამო'' ბათუმთან მატჩის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველებმა გასახდელები დაბლოკეს და სპორტსმენები დააკავეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში