არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით აეკრძალა

31 მაისი 2024, 21:00 670 ნახვა

“დინამო” ბათუმის პრეზიდენტს არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა ორი წლის ვადით აეკრძალა. გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. საუბარია იბერიასთან მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მოედნის ცენტრში უხეშობის გამო მთავარმა მსაჯმა კოტე გიორგაძემ VAR-ის დახმარებით ჟან ვიქტორი გააძევა. 

  კომიტეტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ  ფაქტების შესწავლის შედეგად დადგინდა რიგი დარღვევები, მათ შორის ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთ ოფიციალურ პირს, კერძოდ არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან ბათუმის „დინამოს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა ხუთასი ლარის ოდენობით. ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელს ანდრეი დემჩენკოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ათასორასი ლარის ოდენობით და დაისაჯა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით.

კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოხმაურა დინამო ბათუმის პრეზიდენტი. არჩილ ბერიძემ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, კომიტეტის გადაწყვეტილება მართებული, თუმცა ზედმეტად მკაცრი იყო. როგორც დინამო ბათუმის პრეზიდენტი ამბობს, გადაწყვეტილებას იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ  გაასაჩივრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში