"დინამო" ბათუმმა საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯია" 2-0 დაამარცხა. მატჩის პირველი გოლი პირველ ტაიმში 27 წუთზე "დინამო" ბათუმის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. მეორე ტაიმის 77-ე წუთზე კი ბენჟამინ ტეიდმა.
კრისტალბეტ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ბათუმელები კვლავ ლიდერები გახდნენ. 28 ქულით, ჯერჯერობით პირველ ადგილზე არიან. მას ერთი ქულით ჩამორჩება თბილისის "საბურთალო".
ეროვნული ლიგის მე-15 ტურს ზღვისპირელები 23 მაისს საჩხერეს "ჩუხურას" წინააღმდეგ გამართავენ.