ლარი ისევ გაუფასურდა

13 მაისი 2019, 18:29 1768 ნახვა

ლარი დოლართან მიმართებაში, თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა. 14 მაისს, ერთი ამერიკული დოლარი 2.7435 ლარი ეღირება, ევრო – 3.0831, გირვანქა სტერლინგი – 3.5737 ლარი. თურქული ლირა კი  0.4479.

13 მაისს, ერთი ამერიკული დოლარი ყიდვა 2 ლარად და 74 თეთრად იყო შესაძლებელი. ევრო კი 3.0770 ღირდა. 

ახალი გაცვლი კურსი ხვალ, 14 მაისს შევა ძალაში.

უცხოური ინვესტიციების მკვეთრად შემცირება, მეზობელ ქვეყნებში განვითარებული პროცესები და მთავრობის მიერ გატარებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა - ექსპერტები სწორედ ამ სამ მიზეზს ასახელებენ.  

ოპოზიცია ექსპერტებს ნაწილობრივ ეთანხმება და აცხადებს, რომ კურსის ვარდნა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია.  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოკლევადიან პერიოდში ყოველთვის იქნება  რყევები, მთავარი  კი ქვეყანაში სტაბილური ინფლაციის შენარჩუნებაა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი