ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი უკვე მიეწოდება

09 მაისი 2019, 15:01 2032 ნახვა

ბათუმსა და ხელვაჩაურში, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება, ეტაპობრივად უკვე დაიწყო.  სოკარ  ჯორჯია გაზის'' სპეციალისტების ინფორმაციით.  სრულად აბონენტებს ბუნებრივი აირი ორ სამ დღეში აღუდგება.

ბათუმსა და ხელვაჩაურში, გაზის მიწოდება  70 000 აბონენტს გუშინ    შეეზღუდა.  მიზეზი  ბაგრატიონის ქუჩაზე ცენტრალური მილის დაზიანება გახდა. სამშენებლო კომპანიამ, ბურღვითი სამუშაოების დროს ცენტრალური მილი დააზიანა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე  კი კომპანიამ  ბუნებრივი გაზის შეწყვიტა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.  სოკარ ჯორჯია გაზი მოუწოდებს მოსახლოებას, უსაფრთხოების მიზნით ყურადღებით იყვნენ გაზის დანადგარებთან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში