ბაგრატიონის ქუჩაზე, გაზის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება შუეწყდათ. საშუალოდ, 50 ათასამდე აბონენტს გაითიშა გაზმომარაგება.
გაზის მილი დღეს, 8 მაისს, 15:00 საათზე დაზიანდა. სამშენებლო კომპანიამ, ბურღვითი სამუშაოების დროს, გაზის ცენტრალური მილი გახვრიტა.
"სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ ავარია საკმაოდ მასშტაბურია, ამიტომ სრულად გაითიშა ხელვაჩაური და ბათუმი.
"ავარია საკმაოდ მძიმეა, ამიტომ გავთიშეთ მთლიანად ბათუმიც და ხელვაჩაურიც. სავარაუდოდ, დღეს ვერ მოხდება მისი აღდგენა. მთელი ღამით იმუშავებენ სპეციალისტები, ჩვენი პროგნოზით, აბონენტებზე გაზის მიწოდებას, ეტაპობრივად, ხვალ დილიდან შევძლებთ" - გვითხრეს კომპანიაში.