2 წლის წინ დიდი მოლოდინებით გახსნილი ჰესი, რომელიც ჯერ კიდევ არ მუშაობს, „შუახევიჰესზე“, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენდა, გვირაბი პრეზენტაციიდან მალევე რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა. სპეციალისტები საფრთხეებზე მშენებლობის დროსაც საუბრობდნენ, რადგან ჰესი მეწყერაქტიურ ზონაში მდებარეობდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები წელიწადნახევარია რაც მიმდინარეობს, ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ჰესი შეძლებს ექსპლუატაციაში შესვლას, მეზობელი სოფლების მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის გამო საფრთხეებზე საუბრობდნენ და მათი მტკიცებით დაიბზარა სახლები და დაშრა წყაროები, არ გამორიცხავენ აქციების განახლებასაც.