შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-9 მაისს რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. სპეციალისტები სამი დღის განმავლობაში, გვირაბში სახანძრო–სავენტილაციო სისტემას შეამოწმებენ.
აკრძალვები შემდეგ პერიოდში იმოქმედებს:
• 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გვირაბის შემოვლით გზაზე იმოძრავებენ.