15 წლის წინ აჭარაში განვითარებული მოვლენები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა ხულოში გაიხსენეს. ხულოს დრამატული თეატრის წინ გამოფენილი იყო 2004 წლის მაისის მოვლენების ამსახველი ფოტოები.
მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს სკაიპით ჩაერთო ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შეხვედრაზე მხარდამჭერებს მიმართა ნაციონალური მოძრაობის ხულოს მერობის კანდიდატმა.