ხვალ, 7 მაისს, აჭარის სანაპირო კურორტებზე ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს. იქროლებს აღმოსავლეთის ცხელი ფიონი. მთიან ზონაში (ხულო, შუახევი, ქედა) უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება საქართველსო სხვა რეგიონებს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მზიანი და უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობზე +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთის ბარში კი +25, +27 გრადუსი იქნება.
8 მაისიდან ამინდი შეიცვლება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში და მოსალოდნელია პირიოდულად ხანმოკლე წვიმა.