უფასო ვაქცინაცია

13 აგვისტო 2016, 00:00 2850 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე პროფილაქტიკური ღონისძიებები  აჭარაში,  კახეთსა  და თბილისის შემოგარენში ჩატარდება. უფასო ვაქცინაცია მაღლი რისკის ზონებში კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დაიგეგმა. ბრუცელოზის საწინააღმდეგო კამპანიის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამას ახორციელებს. აცრილი  პირუტყვის  მეპატრონეს ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტიც  გადაეცემა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში