აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, პოლონეთის ტურისტული ქალაქი კრაკოვი “აჭარის დღეს” უმასპინძლებს. კრაკოვის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ მოედანზე, ტურისტებისთვის, ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდება, გაიმართება ცეკვების მასტერკლასი, ასევე ჩატარდება გათამაშებები და ვიქტორინები. ტურისტულმა დეპარტმენტმა “აჭარის დღეები” უკვე გამართა ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკში, ვარშავასა და კლაიპედაში. წლის ბოლომდე კი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩვენება ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში იგეგმება.