უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი დამკვირვებელი, ანდრეი ხილიკო სასამართლოსგან ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა.
მოსარჩელე ირწმუნებოდა, რომ 19 აპრილს, როდესაც ოლიმპიურ სტადიონზე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები უნდა გამართულიყო, ვლადიმერ ზალენსკიმ მასზე დასასწრები ბილეთების ლინკი ფეისბუქის გვერდზე დადო, ლინკზე მხარდამჭერებს ბილეთის აღების საშუალება ჰქონდათ, ეს კი, დამკვირვებლის აზრით, ზღუდავდა ნეიტრალური მოქალაქეების სურვილს - დასწრებოდნენ პროცესს. მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ ეს ფაქტი ამომრჩეველის მოსყიდვაა იყო.
მოსამართლემ განმარტა, რომ უკრაინის კანონმდებლობით, მსგავსი სარჩელით მიმართვა დასაშვებია, თუმცა დააზუსტა, რომ დამკვირვებელს ამ სარჩელით საარჩევნო ოლქისთვის უნდა მიემართა.
მოსამართლემ არ დაადგინა მომხმარებლის მოსყიდვის ფაქტი, წინასაარჩევნო აგიტაციად არ სცნო ბილეთების ელექტრონულად გავრცელება და არ დააკმაყოფილა დამკვირვებლის, ანდრეი ხილიკოს მოთხოვნა პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.
სარჩელის ავტორს კი სასამართლო მომსახურებისთვის 50 დოლარის გადახდა დაეკისრა.