ჩაქვში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ლევან ურიდია