ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე საშეჯიბრო დღე

12 აპრილი 2019, 00:00 1089 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის მეშვიდე საშეჯიბრო დღე და 6 მედალი საქართველოს ძალოსნობის ნაკრების ანგარიშზე. გუშინდელი დღე წარმატებული გამოდგა ძალოსან რევაზ დავითაძისთვის. მან 3 მედალთან  ერთად ევროპის 23-წლამდელთა რეკორდიც დაამყარა.

89 კილოგრამ წონითი კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის სპორტსმენმა ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალთან ერთად რეკორდიც დაამყარა.

აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა. დღეს საღამოს ა ჯგუფში 96 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ანტონ პლესნოი იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს 13 აპრილს 102 კგ-ში ირაკლი ჩხეიძე, +109 კგ-ში კი ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე გამოვლენ. ჩხეიძე ასპარეზობას დილით 8 საათსა და 50 წუთზე დაიწყებს, მძიმეწონოსნები ლაშა და ირაკლი  კი 17 საათსა და 23 წუთზე.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში