ბათუმში ფერიის მთაზე, სასაფლაოები გაძარცვეს. ინფორმაციას „შპს სასაფლაოები“ ადასტურებენ. „მთავართან“ საუბარში ე.წ სოუქსუს სასაფლაოს მომვლელები აცხადებენ, რომ ბოლო 4 დღეში 6 სასაფლაო გაძარცვეს, მათ შორის ორი, გუშინ ღამით. წაღებულია ბრინჯაოსა და სპილენძის ბარიელეფი.
მერიაში აცხადებენ, რომ ოთხშაბათს მომხდარის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს უკვე მიაწოდეს. საქმეს პოლიციას მეხუთე განყოფილება სწავლობს. გამოძიება 258-ე მიცვალებულისთვის უპატივცემულობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არასამუშაო დღის გამო შპს „სასაფლაოების“ ადმინისტრაციამ კომენტარი არ გააკეთა. ცნობისთვის სასაფლაოს არც დაცვა ჰყავს და ტერიტორიაზე არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.