ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა "ვეფხისტყაოსნის" საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. გალა კონცერტზე ცნობილი ადგილობრივი შემსრულებლები და ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ.
ღონისძიებას სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის პოემის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.