უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდება მოქალაქეებისთვის სამედიცინო ცენტრ „მედინაში“. აქცია ორშაბათს, 8 აპრილს, დილის 10 საათიდან საღამოს 17-საათამდე გაგრძელდება.
მსურველებს სამედიცინო მომსახურებას კლინიკის უროლოგიური დეპარტამენტის მედიკოსები გაუწევენ, რაც საშარდე გზების ულტრაბგერით კვლევასაც გულისხმობს.