ისტორიული რეფერენდუმი

31 მარტი 2019, 00:00 1466 ნახვა

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 28 წელი გავიდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ დადებითად უპასუხა კითხვას - თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმზე მიღებული შედეგი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი.

80 წელი გავიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან. ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე გასული წლის  დეკემბერში 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადიოდა და საქმე იხურებოდა.  თუმცა, პირველი პრეზიდენტის შვილების შიმშილობის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა  პარლამენტს მიმართა, გაგრძელებულიყო გამოძიების ვადა. საკანონმდებლო ორგანომ გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გაზარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი