„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება

06 თებერვალი 2025, 13:25 96 ნახვა

საქართველოს პარლამენტის მიერ დაინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის შეფასებით, ცვლილებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისკენ არის მიმართული და საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განმარტებით, აქციების მონაწილეთა დარბევის, უკანონო დაკავებების, წამებისა და უკანონოდ გასამართლების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ”  რამდენჯერმე შეცვალა კანონი, რითაც აქციების მონაწილეების რეპრესიები გაამკაცრა.

"რეპრესიული წესები წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას იმ უფლებებზე, რომლებიც გარანტირებულია  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით. ისინი ასახავენ ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, ძალაუფლების კონსოლიდაციასა და რეჟიმისათვის არასასურველი პირების დასჯას", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.  

განცხადება სრულად იხილეთ მოცემულ ლინკზე: https://transparency.ge/ge/post/shekrebisa-da-gamoxatvis-tavisuplebis-gaukmebisken-mimartuli-represiuli-cesebi

 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში