„ტურისტერი“ - ასე ქვია ფორუმს, რომელსაც ბათუმი პირველად მასპინძლობს. ტურიზმის ფესტივალის მონაწილეები არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა.
შეხვედრის პირველ ნაწილში მოდერატორის შეკითხვებს საქართველოს პარლამენტის წევრი და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პასუხობდნენ. დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში რეგიონის საკანონმდებლო ორგანო ტურიზმის დარგში რეგულაციების მიმართულებით დაიწყებს მუშაობას. დისკუსიების პარალელურად აჭარული და ლაზური კულინარიისა და სტარტაპების გამოფენა მიმდინარეობს. ფესტივალის ორგანიზატორი „ტურიზმის ინსტიტუტი“ და მარკეტინგული კომპანია „შინდი“-ა. ფესტივალი "ტურისტერი" ყოველწიურად გაიმართება.