ინიციატივა - ბორის ძნელაძის ქუჩას ქობულეთში ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს

31 მარტი 2019, 00:00 1004 ნახვა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავად, ქობულეთში ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები და თანამებრძოლები შეიკრიბნენ. მათ პირველი პრეზიდენტის განვლილი გზა გაიხსენეს. მოძრაობის აქტივისტების ინიციატივით  გადაწყდა, რომ ბორის ძნელაძის ქუჩას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭოს. 

ქობულეთის ფოლკლორულმა ანსამბლმა სიმღერა „შავლეგო“ შეასრულა. საზეიმო შეხვედრა  ქობულეთის მუზეუმში გაგრძელდა, სადაც პირველი პრეზიდენტის და დაბადების დღესთან  დაკავშირებით ექსპონანტებია გამოფენილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი