ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს

31 მარტი 2019, 00:00 2763 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ  პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ზვიად ძიძიგურთან ერთად იმყოფებოდნენ.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის გაზაფხულზე აირჩიეს, 1992 წლის დასაწყისში კი სამხედრო გადატრიალების შედეგად ქვეყნიდან განდევნეს. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში დაიღუპა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი