ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ამავე დღეს მთაწმინდინის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნებია დანიშნული.
მერების არჩევნები გაიმართება - მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები - საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში. ჯამში, 401 750 ამომრჩეველი რეგისტრირებული.