„ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე, ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ მრევლს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.
როგორც პატრიარქმა განაცხადა, დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც ისტორიულ თარიღს აღემატება. პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.