ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა 21 წლის გიორგი კალიევის დასახმარებლად. ახალგაზრდა კაცს ლეიკემია აღმოაჩნდა, რის გამოც მას საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.
გიორგი კალიევი ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ქიმიოთერაპიის სრული კურსის გავლისთვის კი მას 30 ათასი დოლარი ესაჭიროება. ქველმოქმედების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშზე შეგიძლიათ.