გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის მეორე დღე სესიებს დაეთმო. მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე სესიები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. მოსწავლეებმა საგრანტო - სარეზულაციო პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს.
კონკურსში გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან, რომელთა პროექტები 1000 ლარით დაფინანსდება. ხვალ დელეგატები აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ეწვევიან და მუშაობის პრინციპს გაეცნობიან.პროექტში საქართველოს სხვადასხვა სკოლიდან და უნივერსიტეტიდან 800-მდე დელეგატი მონაწილეობს.