„ გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“  ბათუმში

24 მარტი 2019, 00:00 1133 ნახვა

მეორე დღეა  შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტში გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის   სესიები  მიმდინარეობს. ბათუმი "გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეა''-ს უკვე მეხუთედ მასპინძლობს. პროექტში საქართველოს სხვადასხვა სკოლისა და უნივერსიტეტის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ასამბლეა გუშინ გაიხსნა გაიხსნა ,დელეგატები დღეს  გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე ბათუმის სესიებს დაესწრებიან, ასევე აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს ეწვევიან და მათი მუშაობის პრინციპებს გაეცნობიან. პროექტი საგრანტო - სარეზულაციო პროექტების კონკურსს მოიცავს. გამარჯვებული პროექტები 1000 ლარით დაფინანსდება. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები „ ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი