აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ. მათ სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ მოინახულეს.
მედიატურის ფარგლებში სპორტული ჟურნალისტები გუდაურს, სვანეთში ჰაწვალსა და თეთნულდსაც ესტუმრნენ. წამყვან ბრიტანულ გამოცემებში საქართველოს მთის კურორტების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ტურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.