ხანძრის შედეგად  დაშავებული  76 წლის კაცი   საავადმყოფოში   რჩება

23 მარტი 2019, 00:00 1445 ნახვა

ბათუმში ხანძრის შედეგად დაშავებულ 76 წლის კაცს მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.  მას სახისა და ხელის მტევნის არე დაუზიანდა.  გვიან ღამით ლერმონტოვის 80 ნომერში, ერთ სართულიანი ბარაკის ტიპის   საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილზე 4 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ სანთლისგან გაჩნდა, რადგან საცხოვრებელში ელექტროენერგია არ იყო.

მათივე თქმით გაქირავებულ სახლში ხანძრის გაჩენამდე ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გარეთ გამოსვლა მოასწრეს.გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს. ბათუმის მერიის მუნუციპალური სერვისების ინფორმაცით სახლის მფლობელისა და დაშავებულისთვის მიყენებულ ზარალს კომისია შეისწავლის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი