ბეშუმში წელს არქეოლოგიური გათხრები დაიწყება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიაზე არის კერა არქეოლოგიური ექსპონატების, რაც შეიძლება იქცეს ტურისტულად საინტერესო ადგილად. ჯაბა ფუტკარაძე აცხადებს, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბეშუმის განაშენიანების გეგმაზე.