საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში საქართველოს მოქალაქის პასპორტს უფასოდ მიიღებენ. აქცია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თქვა, რომ პროექტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.
''ჩვენ შარშან საკონსულოებში გვქონდა აქცია, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის და პირადობის დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის – ეს არის არა პირადობის ელექტრონული მოწმობა, არამედ პასპორტი, გაიცემოდა 50 დოლარად. ეს არის ამ დოკუმენტის ღირებულების 70-პროცენტიანი ფასდაკლება და ამ აქციით 5000-მა პირმა ისარგებლა. უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეში – ანუ მაისში, მთელი ერთი თვე და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდ – ეს არის კიდევ ერთი აქცია“, – ამბობს თეა წულუკიანი.