,,პრეზიდენტის პოზიციაა, რომ სასამართლოს მიმართ იყოს ნდობა, ხოლო კონკრეტულ საკითხებში ის ვერ ჩაერევა", - სალომე ზურაბიშვილის პოზიცია პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გაახმოვანა.
შეკითხვაზე: ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი, რომ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობაა, მოისწრაფიშვილმა უპასუხა, რომ პრეზიდენტის შეხედულებით მთავარია, საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები სანდოა და განხილვას არ ექვემდებარება.