პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის წესი - საკონსტიტუციო სარჩელი

19 მარტი 2019, 00:00 1430 ნახვა

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს, რომლის მიხედვითაც გასაჩივრებულია პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისთვის სავალდებულო წევრთა რაოდენობა. მოსარჩელე  არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს იმ ნორმების, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისათვის სავალდებულოა პარტიის არანაკლებ  1000 წევრიანი  სიის წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით  იზღუდება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციური უფლება და პარტიის წევრთა სავალდებულო რაოდენობა  არათანაზომიერია. მოსარჩელე ამბობს, რომ  პოლიტიკურმა პარტიამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, შესაძლებელია განახორციელოს წევრთა გაცილებით მცირე რაოდენობითაც. საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. მოსარჩელე  მოქალაქე გიორგი  ლაბაძეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი